დაცვის ცენტრის საშუალებით Access 2007 – ის პარამეტრების გაწყობა
- მიეცით ბრძანება Microsoft Office>> Access Options. გამოვა ფანჯარა;
- ფანჯარაში მონიშნეთ ჩანართი Trust Center. გამოვა ფანჯარა;
- ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკზე Trust Center Settings. გამოვა ფანჯარა Trust Center, სადაც შეიძლება გაწყობილ იქნეს Access 2007 უსაფრთხოების პარამეტრები
დაცვის ცენტრის ფანჯარაში შეტყობინების სტრიქონის პარამეტრის მიცემა
- მონიშნეთ სტრიქონი Message Bar. გამოვა ფანჯარა/სურ. 4.30/;
- ფანჯარაში თუ მონიშნულია ნიშნაკი Show the Bar all application content has been blocked, მაშინ შეტყობინება ყოველთვის გამოიტანება, ხოლო Never show about blocked content-ის მონიშვნისას – შეტყობინება არასოდეს არ გამოიტანება.
სურ. 6.32.Trust Center-ის ფანჯარა Trusted Locations
- ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკზე Add new Location. გამოვა ფანჯარა/სურ. 4.33/;
- ველში ჩაწერეთ საქაღალდის მისამართი და სახელი, სადაც მოთავსებული პროგრამული პაკეტი საიმედოა;
- თუ მონიშნავთ ალამს Subfolders of this location are also trusted, მაშინ სანდოდ გამოცხადებული იქნება ამ საქაღალდეებშიც მოთავსებული პროგრამული პაკეტები/სურ. 4.33/;
- დააწკაპუნეთ ღილაკზე OK
სურ. 4.30. ფანჯარა Trust Center, ჩანართი Message Bar
მაკროსების დაცვა
- მონიშნეთ ჩანართი Macro Settings. გამოვა ფანჯარა/სურ.4.31/. ფანჯარაში:
- Disable All Macros Without Notification – შეტყობინების გარეშე ოპციის ამორჩევისას ნებისმიერი მაკროსი მოთავსებული უნდა იქნეს ლოკაციის ცენტრში. იგი იგნორირებას უკეთებს იმ მონაცემების ბაზას, რომელიც განსაზღვრულია ლოკაციის ცენტრში;
- Disable All Macros with Notification – ხორციელდება მაკროსის გამოთიშვა სისტემა იძლევა შეტყობინებას მაკროსის არსებობის შესახებ;
- თუ ამორჩეული იქნება Disable All Macros Except Digitally Signed Macros მაკროსებთან შეღწევა არ ხორციელდება.
- თუ ამორჩეული იქნება ოპცია Enable All Macros, მაშინ ყველა მაკროსი ყველა ბაზაში მუშაობს. ამ ოპციის გამოყენება პოტენციურად დიდ საშიშროებას შეიცავს.
სურ. 4.31. ჩანართი Macro Settings
ლოკაციის ცენტრი
ლოკაციის ცენტრი არის ადგილი, სადაც მოთავსებული მონაცემების ბაზა დაცულია. ლოკაციის ცენტრის გამოყენება საშუალებას იძლევა დატოვებულ იქნეს მაკროსებისგან დაცვის გაჩუმებით მითითებული პარამეტრები. ნებისმიერი მონაცმების ბაზის მაკროგანსაზღვრება მოთავსებული ნდობის ადგილზე ავტომატურად ნებას რთავს ბაზაში არსებული პროგრამების (მაკროსები) გამოყენებას. ამ შემთხვევაში სისტემა არ მოგვცემს შეტყობინებას მაკროსების გამოყენების შეუძლებლობის შესახებ.
ლოკაციის ცენტრის შექმნა
• Access-ის თვისებების ფანჯრაში Trust Center მონიშნეთ ჩანართი Trusted Locations. გამოვა ფანჯარა/სურ.4.32/
სურ.4.33. ფანჯარა Microsoft Office Trusted Location -ადგილი სადაც ჩაწერილი პროგრამული პაკეტი სანდოა
ლოკაციის ადგილის ამოღება
ფანჯარაში Trusted Locations მონიშნეთ სტრიქონი, რომლის ამოშლაც გსურთ და დააწკაპუნეთ ღილაკზე Remove/სურ.4.32/
ლოკაციის ადგილის მოდიფიკაცია
ფანჯარაში Microsoft Office Trusted Location დააწკაპუნეთ ღილაკზე Browse და შეცვალეთ საქაღალდის მისამართი, საქაღალდე/სურ.4.32/
შეიძლება ნდობა გამოუცხადოთ მონაცემების ბაზის გამომცემელსაც. ფანჯარაში Trust Center მონიშნეთ ჩანართი Trusted Publisher. ველში ჩამოთვლილია ბაზის გამომცელების (მფლობელის) სახელები. ჩვენ შემთხვევაში ჩაწერილია ერთი მფლობელის სახელი - ztm/სურ.4.34/.
სურ. 4.34. ფანჯარა Trust Center
მფლობელის სერტიფიკატის დასათვალიერებლად მონიშნეთ მფლობელის სახელი და დააწკაპუნეთ ღილაკზე View. გამოვა ფანჯარა Setificate. ფანჯრის ჩანართში Ceneral ჩაწერილია ზოგადი ინფორმაცია სერტიფიკატის შესახებ/სურ. 4.35/
სურ. 4.35. ზოგადი ინფორმაცია სერტიფიკატის შესახებ
სურ.4.36. დეტალური ინფორმაცია სერტიფიკატის შესახებ
ფანჯრის Setificate ჩანართი Details გვიჩვენებს დამატებით ინფორმაციას სერტიფიკატის შესახებ /სურ.4.36/
ჩანართი Certification Path გვიჩვენებს სერტიფიკატების სიმრავლეს. ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ ერთი სერტიფიკატია.